საქართველოს მთავრობა ჩინეთში ექსპორტის მოცულობას გაზრდის

საქართველოს მთავრობა ჩინეთში ექსპორტის მოცულობას გაზრდის

საქართველოს მთავრობა ჩინეთში ექსპორტის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ამ მიზნით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებში. ამგვარი გამოფენების მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია ჩინეთში",- განმარტავს კვირიკაშვილი.

ჩინეთის დელეგაციაში, რომელსაც საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჭან ვეი ხელმძღვანელობდა, ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებიც შედიოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნო, ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს.

2012 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთი საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია. 2012 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 7 პროცენტით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია 2013 წელსაც შენარჩუნდა. მათ შორის, ექსპორტის მაჩვენებელმა 181.9 %-ით მოიმატა. მათ შორისაა ისეთი ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი, როგორიცაა ქართული ღვინო, რომლის გაყიდვებიც ჩინეთში იზრდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ