ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

ფოტოგრაფ ელენ ვეილეუქსს ჩერნობილის საშიშ ზონაში ფოტოების გადაღების საშუალება მისცეს.

ელენმა ქალაქ ჩერნობილსა და პრიპიატში მიტოვებული სკოლები, მაღაზიები, საცურაო აუზები, სათამაშო მოედნები და სახლები გადაიღო. ადამიანებით დაცლილი ქალაქი, რომელსაც "მოჩვენებათა ქალაქსაც" უწოდებენ, კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ ტყედაა ქცეული. ელენს ქალაქში ყოფნისთვის მხოლოდ 4 დღე მისცეს.

მან რადიაციისგან შედარებით "უსაფრთხო" ადგილებში გადასვლა შეძლო და მიტოვებულ ქალაქს ფოტოები გადაუღო. ფოტოსურათები სერიაში "მოგზაურობა ჩერნობილიდან პრიპიატამდეა" გაერთიანებული. ელენი ჩერნობილს რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა. ქალაქში მხოლოდ რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. ამ მოხუცებმა ოჯახის საფლავებისა და მშობლიური ქალაქის დატოვება ვერ შეძლეს.

დღესაც კი ტერიტორიაზე მაღალი რადიაციაა. თუმცა, საშიშ ზონაში ტურისტების ნაკადი არ წყდება. ტურისტებისთვის და მუშებისთვის ქალაქში შესვლა სპეციალური საშვითაა შესაძლებელი - უსაფრთხოებისთვის ქალაქში მხოლოდ რამდენიმე საათია დაშვებული გაჩერება.

შეგახსენებთ, 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის №4 რეაქტორზე აფეთქება მოხდა. ხანძრის ჩაქრობას 10 დღის განმავლობაში სადგურის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ცდილობდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. მსოფლიო რადიაციის ღრუბელში გაეხვია - ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ს ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან 200 000 ადამიანი გამოიყვანეს.

მეცნიერების თქმით, ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისი მომავალი 20 000 წლის მანძილზე არ იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს