"ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოსაღებად საჭირო ხელმოწერები ვერ გროვდება

"ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოსაღებად საჭირო ხელმოწერები ვერ გროვდება

"სიენენ თრეველის" მიერ შედგენილი "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან, თბილისის ამოსაღებად საკმარისი ხელმოწერა ვერ გროვდება. ორი თვის განმავლობაში საჭირო 10 000 ხელმოწერის ნაცვლად ჯერ მხოლოდ 6 000-მდე ხელმოწერაა შეგროვილი. ორი თვის წინ "სიენენ თრეველზე" ლაურა მორისონის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც მსოფლიოს საცხოვრებლად უვარგის ქალაქთა შორის თბილისიც იყო დასახელებული. სტატიას ამერიკაში მცხოვრები ქართველი თამარ ხარებავა გამოეხმაურა და ტელეარხს სიიდან თბილისის ამოღება სთხოვა. გოგონამ შესაბამისი თხოვნით პეტიცია change.org-ზე გამოაქვეყნა. პეტიციას ამ დროისთვის 5,597 მხარდამჭერი ჰყავს, დამატებით კიდევ 4,403 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.

"გთხოვთ, ამოიღოთ თბილისი "სიენენ თრეველზე" გამოქვეყნებული ლაურა მორისონის სტატიის "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან. თბილისში სტატიაში არასწორი ინფორმაციის შედეგად მოხვდა და სავსებით არ არის მსოფლიოს "ყველაზე ცუდი" ქალაქი. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ არის ძალიან ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით, ის უცხოელები, ვისაც უმოგზაურია თბილისში, აღიარებენ და აფასებენ, რომ თბილისი შესანიშნავი ქალაქია.

ვიმედოვნებ, "სიენენმა" იცის, რომ CIA-ს რეიტინგების მიხედვით, საქართველო განათლების დონით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას 99,7%-ით. თუ ავტორის მიერ შედგენილი ქალაქების ნუსხა "ბუნებრივ გარემოს" ემყარება, მაშინ მინდა აღვნიშნო, რომ თბილისი თვალწარმტაცია და შესანიშნავი ბოტანიკური ბაღი აქვს. თბილისი ასევე ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია.

შეიძლება თბილისი ნიუ-იორკი არ არის, მაგრამ ის ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე ნიუ-იორკი. შეიძლება არც პარიზია, მაგრამ თბილისი სტუმრებს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობს", - ნათქვამი იყო თამარ ხარებავას პეტიციაში.

მას, ვისაც "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან თბილისის ამოღება და შესაბამისი პეტიციის მხარდაჭერა სურს, change.org-ზე საკუთარი ხელმოწერა უნდა დატოვოს.

იხილეთ ასევე: "ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"