ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს

 ამერიკელი ქართველი "სიენენ თრეველს" თბილისის "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოღებას სთხოვს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი თამარ ხარებავა რამდენიმე დღის წინ "სიენენ თრეველზე" გამოქვეყნებულ ლაურა მორისონის სტატიას ეხმაურება. ლაურა მორისონი მსოფლიოს საცხოვრებლად უვარგის ქალაქებს ასახელებს, რომელთა შორის თბილისიც მოხვდა.

თამარ ხარებავა ამის პასუხად აქვეყნებს პეტიციას, სადაც "სიენენ თრეველს" სთხოვს, თბილისი "საცხოვრებლად ყველაზე უვარგისი ქალაქების" სიიდან ამოიღოს.

"გთხოვთ, ამოიღოთ თბილისი "სიენენ თრეველზე" გამოქვეყნებული ლაურა მორისონის სტატიის "მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების" სიიდან. თბილისში სტატიაში არასწორი ინფორმაციის შედეგად მოხვდა და სავსებით არ არის მსოფლიოს "ყველაზე ცუდი" ქალაქი. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ არის ძალიან ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით, ის უცხოელები, ვისაც უმოგზაურია თბილისში, აღიარებენ და აფასებენ, რომ თბილისი შესანიშნავი ქალაქია", - ნათქვამია პეტიციაში.

"ვიმედოვნებ, "სიენენმა" იცის, რომ CIA-ს რეიტინგების მიხედვით, საქართველო განათლების დონით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას 99,7%-ით. თუ ავტორის მიერ შედგენილი ქალაქების ნუსხა "ბუნებრივ გარემოს" ემყარება, მაშინ მინდა აღვნიშნო, რომ თბილისი თვალწარმტაცია და შესანიშნავი ბოტანიკური ბაღი აქვს. თბილისი ასევე ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქია", - აღნიშნავს პეტიციის ავტორი.

თამარ ხარებავა ასევე დასძენს, რომ ავტორმა არ შეიყვანდა თბილისს თავის რეიტინგში, თუ ის ერთხელ მაინც ეწვეოდა თბილისს ან აქ იცხოვრებდა.

პეტიციის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ უხეში შეცდომაა, როცა საქართველოს "ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოდ" მოიხსენიებენ.

"შეიძლება თბილისი ნიუ-იორკი არ არის, მაგრამ ის ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე ნიუ-იორკი. შეიძლება არც პარიზია, მაგრამ თბილისი სტუმრებს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობს", - წერს თამარ ხარებავა.

პეტიციას ამ დროისთვის 619 ადამიანი აწერს ხელს. კომენტარებში კი თბილისში ნამყოფი უცხოელები აღნიშნავენ, რომ თბილისი მართლაც ფანტასტიური ქალაქია.

"თბილისში ორჯერ ვარ ნამყოფი. თავისი მასპინძლობითა და სისპეტაკით თბილისი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია მსოფლიოში", - წერს რიჩარდ მურუტარი ესტონეთიდან.

"თბილისს ამას წინათ ვსტუმრობდი და ვერ გამიგია, როგორ მოხვდა ეს ქალაქი ამ სიაში. ეს შესანიშნავი ქალაქია მრავალფეროვანი და საყვარელი, სტუმართმოყვარე ხალხით. აღარაფერის ვამბობ საუკეთესო კერძებზე", - ეხმაურება პეტიციას გერმანელი შტეფანი ბესგა.

ambebi.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს