უცხოელებზე მიწების გასხვისების შეჩერების მოთხოვნით კახეთში ხელმოწერებს აგროვებენ

უცხოელებზე მიწების გასხვისების შეჩერების მოთხოვნით კახეთში ხელმოწერებს აგროვებენ

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწების გასხვისების შეჩერების მოთხოვნით კახელი ფერმერები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ისინი 25 ათასზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას ვარაუდობენ, რომელსაც პარლამენტს გაუგზავნიან და საკითხის დღის წესრიგში დაყენებას მოითხოვენ. ფერმერები ითხოვენ, დაუყოვნებლივ იქნეს შესწავლილი, რამდენად კანონიერად მოხდა უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვა და შემუშავდეს სტრატეგია გასხვისებული მიწების უკან დასაბრუნებლად.

როგორც ფერმერები აცხადებენ, ამ მოთხოვნით მათ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს 2013 წლის იანვარში წერილობით მიმართეს, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა