"შვილებს გეფიცებით არაფერ შუაში ვარ" - თელავის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებენ

"შვილებს გეფიცებით არაფერ შუაში ვარ" - თელავის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებენ

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ ყურაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება თელავში, ევდოშვილის ქუჩაზე 1376 კვმ მიწის გასხვისებას. 1 კვმ მიწის ნაკვეთი 2012 წლის დეკემბერში, თელავის მუნიციპალიტეტმა 73 ლარად გაყიდა, 1 თვეში კი მესაკუთრეებმა 1 კვმ 200 აშშ დოლარად გაასხვისეს. "ახალი მემარჯვენეების" თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი აცხადებს, რომ მიწის იაფად და კანონდარღვევით გაყიდვა გამგებლის ინტერესებს უკავშირდება.

ზურაბ ყოჩიაშვილი კი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. "ვინ დაადგინა, რომ 200 დოლარად გაიყიდა მიწა? მე უფლება არ მაქვს, საკუთრებაში ჩავერიო, ვინ რა გაყიდა, ჩემი საქმე არ არის. ტენდერი გამოცხადდა და ყველაფერი წესების დაცვით მოხდა. მერწმუნეთ, ტენდერი როდის ჩატარდა, ისიც არ ვიცი. ვინც იყიდა, იქიდან არავის არ ვიცნობ შვილებს გეფიცებით. ნიკა ვარდოშვილის საჭორაოდ არ მცალია, მილიონი საქმე მაქვს, მოცლილია ეტყობა ეს კაცი", - განაცხადა ყურაშვილმა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა