სახლის ზღურბლი 763 000 დოლარად გაიყიდა

სახლის ზღურბლი 763 000 დოლარად გაიყიდა

ინგლისში, სასექსის საგრაფოში მცხოვრები წყვილი 763 000 აშშ დოლარით გამდიდრდა, თუმცა მათი სახლი ზღურბლის გარეშე დარჩა. ქვა, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებიდან მოყოლებული მათი სახლის ზღურბლის ფუნქციას ითავსებდა, ძველი ბუდისტური არტეფაქტი აღმოჩნდა.

ჰიკმოტებმა ის აუქციონზე გაყიდეს. როგორც ქალბატონი ჰიკმოტი იხსენებს, თავდაპირველად ლოტი ორი აუქციონის წარმომადგენელს შესთავაზა, თუმცა მათ ეს სასაცილოდაც არ ეყოთ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ქვა სასექსსში ჩინელმა მოვაჭრემ ჩამოიტანა. სინამდვილეში ის კუნძულ ცაილონზე ბუდისტური სალოცავის კიბის საფეხურია, რომელზეც უცნობმა სკულპტორმა 1300 წლის წინ ჩუქურთმები ამოკვეთა.

ასეთი საფეხური-ქვებიდან დღემდე მხოლოდ 8 შემორჩა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს