ლადო ბედუკაძე სოზარ სუბარს - 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!

ლადო ბედუკაძე სოზარ სუბარს - 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!

ციხის ყოფილი თანამშრომელი და პატიმართა წამების სკანდალური კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ინტერვიუს, რომელიც გუშინ ტელეკომანია "იმედის" ეთერში გავიდა, "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ბატონო მინისტრო!

ყურადღებით მოვისმინე თქვენი მ/წლის 24 აპრილის ინტერვიუ. ვფიქრობ ან შეგნებულად ცრუობთ და ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ან გატყუებენ და საბოტაჟია თქვენს მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი თქვენს ბიძაშვილზე გენერალური ინსპექციის უფროსს - მირზა სუბელიანის შედგენილ დასკვნაზე. თუმცა უფრო დეტალურად მივყვეთ თქვენს ინტერვიუს.

პირველი: 2011 წლის სექტემბერში და უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას მმართველობის დროს და მის შემდეგაც, არც ერთ დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ე.წ. "მაყურებელი"რომელსაც შეეძლო ციხის მართვა არ ყოლია და არც ამის საჭიროება არ ყოფილა. ამას დაადასტურებს იმ პერიოდში იქ განთავსებული ყველა პატიმარი. თქვენს მიერ ჩამოთვლილ მსჯავრდებულთა გვარები (ახალაია, როგვავა, აიანი) პრაქტიკულად ვერ შესძლებდნენ რეჟიმის პირობებში ემართათ დაწესებულება და არც იყო ამის საჭიროება.

მეორე: მხოლოდ რამდენიმე არა, ბატონო მინისტრო, უმრავლესობა იმ თანამშრომელბის, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების მიმართ ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში კვლავაც აგრძელებენ სამსახურს სასჯელაღსრულების მთელ რიგი დაწესებულებებში და ამას ნებისმიერი პატიმარი დაგისახელებთ. მესმის თქვენი პოზიცია, რომ "მთვარიდან ვერ ჩამოიყვანთ კადრებს", მაგრამ ციხე ფაქიზი სტრუქტურაა და ის ადამიანები, ვინც გუშინ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს და აყენებდნენ მათ ფიზიკურ და თუ სულიერ ტკივილს, მათთან "კოჰაბიატაცია".... ცუდ შედეგებს გამოიღებს!!

მესამე: დასკვნას პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობის ფაქტების ან უბრალოდ სამსახურეობრივი გადაცდომების შესახებ იკვლევს თქვენი ბიძაშვილი, რომელიც თავად იღებდა მონაწილეობას წლების მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის გაძლიერებაში და თუნდაც მცირე პროტესტის გრძნობაც არ გასჩენია ამ რეჟიმის მიმართ, ბოლომდე ედგა გვერდით მას და ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე რუსთავის რაიონული პროკურორისა და მარნეულის პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თუმცა თქვენ აცხადებთ, რომ მირზა სუბელიანი თქვენი ნათესავი არ არის და თანამდებობაზე მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დანიშნეთ, თქვნი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ვის ენდობით და ვის ვერა!

მეოთხე: როგორც თქვენ უწოდებთ ციხის ე.წ. "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" თავის დროზე თანამედროვე სტანდარტების აპარატურა იყო დამონტაჟებული და უნდა მოგეკითხათ სად წავიდა და რა ვითარებაში "დაიკარგა" ეს აპარატურა თუ რეალურად არ დაგხვდათ ადგილზე, ეს უნდა გამოგეძიათ და არც ეხლაა გვიან.

მეხუთე: სიცრუეა, არ მოიხმარდა "ათი ათასობით" პატიმარი ნარკოტიკულ პრეპარატებს რეჟიმისას, არ იყო პატიმრებზე "ზრუნვა" სააკაშვილის სტილი! ექიმი მამუკა მდივანი "ალიკაპით" მიყვანას არ ითხოვადა პატიმრებისას, აგრესიის ფაქტები განსაკუთრებით 2006 წლის 27 მარტიდან - 2012 წლის 19 სექტემბრამდე ხდებოდა პატიმრების მიმართ და ეს იყო ცალმხრივი პროცესი, რამაც, რასაკვირველია, 19 სექტემბრის შემდეგ მიმართულება შეიცვალა და ამის თავიდან აცილება და შემდგომ აღმოფხვრა იყო სწორედ თქვენი უპირველესი მიზანი და არა ექიმებზე გადაბრალება და თავის მართლება.

არ დაგავიწყდეთ "ავგიას თავლის" მეთაური ბაჩანა ახალაია სწორედ თქვენი მოადგილე იყო სახალხო დამცველობის დროიდან და არ მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია მართებულად მმართველობის ის ფომები და მეთოდები, რაც ბატონმა ახალაიამ სისტემაში დანერგა და სწორედ ამას მოჰყვა, მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი პროტესტი ჯერ გაზეთ "ასავალ დასავალის" ფურცლებიდან შემდგომ ცნობილი კადრების გამოაშკარავებით, რითაც ფაქტიურად გავწირე საკუთარი თავი და არც ახლა ვაპირებ დუმილს და შეგუებას სიცრუის ნაკადთან, რაც თქვენგან მოდის. ნაცვლად იმისა, რომ "პატიმრობის კოდექსის" უსუსურობაზე, მის ნაკლოვანებებზე ისაუბროთ და მის გამოსწორებაზე იზრუნოთ უსწორდებით ადამიანებს, სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც პატიმრებთან ერთად თავის თავზე გამოსცადეს რეჟიმის სისასტიკე (ვგულისხმობ პატიოსან, ნორმალურ და წესიერ ადამიანებს, რომლებსაც ვერ ეყოთ გამბედაობა შეწინააღგმდეგებოდნენ რეჟიმის მანკიერ გამოხატულებებს).

მეექვსე: შესანიშნავი გამონათქვამი არსებობს კრიმინალურ სამყაროში" სიტყვა პირიდან ამოდის-ო" და თუ რაიმეს ეტყვით ან დაპირდებით ადამიანს, მითუმეტეს პატიმარს, რომელმაც თავი გასწირა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ამ რეჟიმის მხილებისათვის შეუსრულეთ, თორემ 100 000-იანი "ჯიპები" ბატონო მინისტრო დროებითია!

მაპატიეთ, მე თვითონ ბრალდებული პატიმართა ცემა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში გავკადნიერდი და ასეთ "წვრილმანებს" შევეხე, თავს ვიკავებდი, არ მინდოდა საზოგადოებას ეფიქრა რაიმე თანამდებობის ჯავრი მაწუხებდა და მღრნიდა და მხოლოდ ამიტომ "გებრძვით", დაიმიეჯრეთ არანაირად არ გებრძვით, არ იკადრებდა თქვენი უმაღლესობა ჩემთან თუნდაც დებატებში დაჯდომას თორემ დიდი სიამოვნებით უფრო დეტალურად გაგარკვევდით საქმის ვითარებაში.

იხილეთ: "სოზარ სუბარი - ახალაიას დროს და მის შემდეგ ციხეებში მაყურებლები იყვნენ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს