თურქეთიდან საქართველოს გავლით ხილ-ბოსტნეული შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე შევიდეს. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე საქართველოს გავლით თურქული ხილ-ბოსტნეულის რუსეთის ბაზარზე შეტანაში პრობლემას ვერ ხედავს.
კირვალიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული მხარე ინფორმირებულია და ეს მხოლოდ ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის შემთხვევაში მოხდება.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსული ბაზარი დიდია და თურქული ხილ-ბოსტნეულის შეტანა, ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის პრობლემას ვერ შექმნის.
"თურქეთიდან საქართველოს გავლით რუსულ ბაზარზე ხილ-ბოსტნეულის შეტანა სატრანზიტო გადაზიდვებს უკავშირდება, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება და სახმელეთო სააგენტოს ნებართვის შემთხვევაში, ეს საკითხი მისაღები უნდა იყოს", - აცხადებს მინისტრი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9