ყველაზე მეტი ქალი უცხოეთში ქუთაისიდან მიდის

ყველაზე მეტი ქალი უცხოეთში ქუთაისიდან მიდის

აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს სხვა ქალაქების შემდეგ, ქუთაისში ლევან კოღუაშვილის ფილმის "ქალები საქართველოდან" ჩვენება გაიმართა. ქუთაისში ფილმის ჩვენება განაპირობა სტატისტიკამ, რომლის მიხედვით ქალების ყველაზე დიდი ნაკადი სწორედ ქუთაისიდან გადის საზღვარგარეთ.

ფილმი "ქალები საქართველოდან" სოციალურ გასაჭირს ეხება, რომელმაც ქართველი ქალები უცხოეთში, კერძოდ ამერიკაში გახიზნა. "მადლობა ამერიკას, რომ მან საშუალება მოგვცა აქ გვეცხოვრა და ჩვენი ოჯახები გამოგვეკვება", - ამ დასვნას აკეთებენ ფილმის პერსონაჟები - ქართველი ემიგრანტი ქალები.

ფილმის ჩვენებები Cinemobile Caucasus -ის პროექტის ფარგლებში ეწყობა და ის აჭარასა და სვანეთის რეგიონში გაგრძელდება.

სრული ვერსია

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა