ლანჩხუთის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

ლანჩხუთის ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

ლანჩხუთში, ბაზარ "იმერეთის" მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას გარევაჭრობის აკრძალვას სთხოვენ. მათი განცხადებით, პროდუქციის რეალიზაციაში ხელი გარემოვაჭრეების გამო ეშლებათ. "ხალხი ბაზარში აღარ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ ფასებში დიდი განსხვავება არ არის. შეიძლება იყოს 5 ან 10 თეთრი, ესეც იმის გამო, ჩვენ ინდმეწარმეები ვართ, სახელმწიფო გადასახადთან ერთად 60 ლარსაც ვიხდით, ისინი არაფერს იხდიან. სურსათის უვნებლობის სამსახურმა ჩვენ მოგვთხოვა საბუთი, იმათთვის კი არაფერი მოუთხოვიათ. ჩვენ მოვითხოვთ, კანონი შესრულდეს" - ამბობენ მოვაჭრეები.

მართალია გარემოვაჭრეებიც თვლიან, რომ მათი საქმიანობა კანონიერი არ არის, თუმცა ახალი ბაზრის აშენებამდე ბაზარ "იმერეთში" გადასვლაზე მაინც უარს ამბობენ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა