გოგი გვახარია - ალმოდოვარი რომ ახალ ფილმს იღებს და ამ ფილმში ქართველი მსახიობი თამაშობს, არსად წერია

გოგი გვახარია - ალმოდოვარი რომ ახალ ფილმს იღებს და ამ ფილმში ქართველი მსახიობი თამაშობს, არსად წერია

ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე პედრო ალმოდოვარის ფილმში ნინო ხომასურიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"ალმოდოვარი რომ ახალ ფილმს იღებს და მითუმეტეს, რომ ამ ფილმში ქართველი მსახიობი თამაშობს, არსად წერია, ქართული სააგენტოების გარდა. ვაფასებ ქართველი მსახიობის ტროლინგს:)

ყველაფრის ღირსია ეს ქვეყანა:)

მე მგონი ქართულ სააგენტოებში იმდენად ძველი ყაიდის ხალხი მუშაობს, რომ ავიწყდებათ გუგლის, ინტერნეტის არსებობა.. დაგუგლავ და გადაამოწმებ :)

ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ შარშან გავრცელდა, მაგრამ გამოვიდა ფილმი ქართველი მსახიობის გარეშე:( რაის "სატელევიზიო ეკრანებზეო"? ახლა პედრო ბოლო ფილმის გაქირავებითაა დაკავებული და ახალი ფილმს სცენარის წერაც არ დაუწყია.

არ არის გამორიცხული, რომ მართლაც გასინჯა როლზე შარშან. მითუმეტეს, რომ კარგი მსახიობია: მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს", - წერს გვახარია.

იხილეთ: ნინო ხომასურიძე: "რეპეტიციებზე მობილიზებული ვიყავი - სხვაგვარად ალმოდოვართან ვერც იმუშავებ"

პედრო ალმოდოვარი ნინო ხომასურიძეს პენელოპა კრუსსა და ჰავიერ ბარდემთან ერთად იღებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს