ცხინვალში გადაყვანილი 74 წლის მოხუცის ოჯახს პოლიცია არ ეკონტაქტება

ცხინვალში გადაყვანილი 74 წლის მოხუცის ოჯახს პოლიცია არ ეკონტაქტება

გორის რაიონის სოფელ კირბალში მცხოვრები 74 წლის გიორგი დოთიაშვილი 22 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. როგორც სამხარეო პოლიციის უფროსმა გიორგი დვალიშვილმა 25 აპრილს განცხადა, დაკავებულის გათავისუფლება, სავარაუდოდ, 26 აპრილს მოხდებოდა. მიუხედავად ამ განცხადებისა, დოთიაშვილი ამ დრომდე ცხინვალში იმყოფება.

"ჩვენთან არავინ მოდის, არავინ არაფერს გვეუბნება. აქ ვინც არის ჩვენს სოფელში უბნის ინსპექტორი, იმან მითხრა, მე რას მეკითხები, მე არაფერი ვიციო. ტელევიზორში თუ რამეს იტყვიან, მხოლოდ, მაშინ ვიგებთ რამეს", - აცხადებს ჟორა დოთიაშვილის მეუღლე ლალი დოთიაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა