როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე

როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე

სოციოლოგებმა ქცევის წესები გამოავლინეს, რომელიც გასაუბრებაზე უნდა გამოიჩინოთ, თუ სამსახურის შოვნა გსურთ. ახალი ამბავი არაა, რომ გასაუბრებაზე დამსაქმებელმა არ უნდა შეგამჩნიოთ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ ეს ერთადერთი არაა, რისი გათვალისწინებაც მოგიწევთ.

BusinessNewsDaily-ში გამოქვეყნებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ კადრების მართვის განყოფილების მენეჯერებს არ უყვართ, როდესაც გასაუბრებაზე მისული ადამიანი მათ თვალს არიდებს. კვლევაში მონაწილეობა პერონალის მართვაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Adecco-ს მენეჯერებმა მიიღეს.

ინტერვიუერებს ასევე ძალიან აღიზიანებთ, როდესაც სამსახურის დაწყების მსურველი გამუდმებით ტელეფონს უყურებს და ამოწმებს, ზარი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება ხომ არ მისვლია.

წარმატების შანსებს არასწორად შერჩეული სამოსიც ამცირებს. ასევე აუცილებელია, რომ დასმულ შეკითხვებს პასუხები ზუსტად გასცეთ და თავის არიდება, ან პასუხში არასაჭირო ინფორმაციის დამატება არ სცადოთ.

გარდა ამისა, დამატებითმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 500 HR-მენეჯერი გამოიკითხა, გაარკვია, რომ ინტერვიუერები დასაქმების მსურველისგან დიალოგში მეტ ჩართულობას ითხოვენ. მათმა 35%-მა განაცხადა, რომ მიესალმებიან კითხვების მიღებასაც, ასე რომ კითხვის დასმის არ უნდა შეგეშინდეთ.

გამოკითხულ მენეჯერთა 43%-ის განცხადებით, კანდიდატი ავტომატურად კარგავს შანსს, თუ მათ ნაწერში მართლწერის შეცდომებია დაშვებული.

მომზადებულია BusinessNewsDaily-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს