საბავშვო პიჟამა, რომელიც ზღაპრებს "ყვება"

საბავშვო პიჟამა, რომელიც ზღაპრებს "ყვება"

აშშ-ში, შტატ აიდაჰოში მცხოვრებმა 6 შვილის მამამ ხუან მურდოჩმა საბავშვო პიჟამა შექმნა, რომელიც ზღაპრებს "ყვება".

როდესაც პატარა პიჟამას ჩაიცვამს და სმარტფონის ეკრანთან ახლოს მივა, ზღაპრის თხრობა იწყება. პიჟამაზე 47 გამოსახულებაა. მშობელს ერთადერთი რამ ევალება, პიჟამაზე გამოსახულ ფიგურასთან სმარტფონის კამერის დასკანერება. რამდენი ცხოველიცაა პიჟამაზე გამოსახული, იმდენი ზღაპარია დაპროგრამებული. ხუანის თქმით, ეს პიჟამოები საუკეთესოა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.

"ეს პიჟამა კარგია როგორც დედებისთვის, ასევე შვილებისთვის. პატარებს ძილის წინ ზღაპრებს ვუკითხავთ, მაგრამ ოჯახში სხვა ბევრი საქმეცაა. დედა დროს მოიგებს - სახლს დაალაგებს, მეორე დღისთვის სადილს გააკეთებს, ან სულაც თავს მოიწესრიგებს, თანაც პატარებიც კმაყოფილნი არიან", - ამბობს ის.

საზოგადოების ნაწილმა ხუანის გამოგონება გააკრიტიკა. მათი თქმით, "მშობელი, რომელიც ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვას თავს არიდებს, უბრალოდ ზარმაცია".

მომზადებულია today.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს