ოზურგეთის გამგებელი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ იბრძვის

ოზურგეთის გამგებელი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ იბრძვის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სხდომას თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე ესწრებოდნენ. სხდომაზე კოტე შარაშენიძემ ქალაქის ცენტრის მოწესრიგებასთან დაკავშირებით საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ოზურგეთში ბევრი უკანონო მშენებლობა განხორციელდა, რომლის დემონტაჟიც უნდა მოხდეს, ამასთან, მან ადგილობრივ ბიზნესმენებს ერთგვარი გაფრთხილებაც მისცა.

"იცით, საერთოდ ამ ქალაქში რა და როგორ გაკეთდა? როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩამობრძანდება თავის რეზიდენციაში, მე უკვე დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები, რომ შემოვა ოზურგეთში და მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს. იმ ადამიანებს, ვისაც არასწორად აქვთ გაკეთებული უკანონო მშენებლობები, მოუწევთ დემონტაჟი, თუმცა მათ ჩვენ კომპენსაციებს გადავუხდით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს ქალაქი, რომელიც სიმახინჯის ქალაქად აქციეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი და ორი კაცის არ არის ეს ოზურგეთი. არავის არ აინტერესებს გადათხრილი ქუჩების ამბავი, მანქანებით ქუჩაში ვერ გაივლი", - აღნიშნა კოტე შარაშენიძემ.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა