როგორ ამოვიცნოთ მატყუარა კაცი?

როგორ ამოვიცნოთ მატყუარა კაცი?

ეს რჩევები ქალებს დაეხმარებათ, უიღბლო რომანი და გულისტკენა თავიდან აიცილონ.

1. არ ენდოთ "სრულყოფილ" კაცს. სიმპათიური გარეგნობა, შარმი და ტემპერამენტი მემკვიდრეობითია, მაგრამ თუ მის ხასიათში 1 უმნიშვნელო ნაკლსაც ვერ პოულობთ, ნუ გაგიხარდებათ, რომ იღბლიანი ხართ. კარგად დაფიქრდით, ნუთუ შეიძლება ყველაფრით იდეალური ადამიანი არსებობდეს. გამოდის, თქვენი პარტნიორი კარგი მსახიობია.

2. გაარკვიეთ მისი რეპუტაცია. თუ თქვენი მეგობრები და ნაცნობები გეუბნებიან, რომ პარტნიორი თქვენი შესაფერისი არაა, ნუ გაჯიუტდებით და ინფორმაცია გაანალიზეთ.

3. სახიფათოა ზედმეტი რომანტიკა. ყოველ დღე ძვირფასი საჩუქრები და რომანტიკული ადგილები იმის ნიშანია, რომ მამაკაცს შედეგის მიღება მარტივად და სწრაფად სურს.

4. არ ენდოთ კაცს, რომელიც მოვლენებს აჩქარებს. მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდით და უკვე გეუბნებათ, რომ უყვარხართ, ან მისი ოცნების ქალი ხართ. ასეთი კაცი ან თავად სიყვარულის იდეაზეა შეყვარებული, ან სულ რამდენიმე კვირაა ყოფილ შეყვარებულს დაშორდა.

5. თქვენი მნიშვნელოვანი დროის დაკარგვა არ ღირს კაცზე, რომელიც მომენტს ხელიდან არ უშვებს, სხვა ქალს თვალი გააყოლოს. თქვენი თანდასწრებითაც კი არ ერიდება რესტორანში მიმტანთან ფლირტაობას. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ თქვენს პარტნიორს ყველაფერი რიგზე არ აქვს.

მომზადებულია oddstuffmagazine-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს