ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს

ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანის ლეგალიზაციას მოითხოვს, რასაც ტელეწამყვანი უარყოფს.

"ეს ტყუილია!!!! მე არაფრის ლეგალიზაციას არ ვითხოვ!!! მე ვითხოვ დეკრიმინალიზაციას! ჟურნალისტმა თუ განსხვავება არ იცის ამ ორ რამეს შორის, ცუდადაა მისი საქმე!!!", - წერს ნანუკა.

ლეგალიზაცია რაიმესთვის კანონიერი ძალის მინიჭებას, კანონიერ მდგომარეობაში გადასვლას ნიშნავს,

დეკრიმინალიზაცია კი კონკრეტული ქმედებისთვის "დანაშაულის" სტატუსის მოხსნაა, რის შედეგადაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესით დასჯადად. ნარკოტიკებთან მიმართებაში ეს ძირითადად ეხება: მის შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. დეკრიმინალიზაციის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შენახვა და შეძენა, ზოგ შემთხვევაში კი იმპორტი უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ასეთი ქმედებებისთვის გამოიყენება ადმინისტრაციული სანქციები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს