სალომე ზურაბიშვილი - "ესენი ვეღარ გამოიყვანენ ხალხს"

სალომე ზურაბიშვილი - "ესენი ვეღარ გამოიყვანენ ხალხს"

"ხალხი არ გამოდის მათ დაძახილზე და არც აღარასოდეს გამოვა", - წერს "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. ექს-მინისტრი ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს მოკლედ აჯამებს.

"მე მეჩვენება თუ ძალიან ჩაწყნარდა "ფესბუქის" საზოგადოება... 19 აპრილი დამთავრდა მშვიდობიანად, პრმეირმა სტრასბურგში საერთაშორისო თანამეგობრობის (და ზოგი საერთაშორისო მიშისტების) გამოცდა წარმატებულად ჩაატარა, იუსტიციის რეფორმაც წინ მიდის და ექს-ყოფილი პრეზიდენის ვეტო-არ ვეტო არავის აღელვებს, 26 მაისს აღლუმის არ ჩატარებას ავიტანთ... მოკლედ, "ღამე იყო მშვიდი"... და ამ სიმშვიდესაც შევეჩვიოთ! მოდის ვნების კვირა, მძიმე მახრვა, გისურვებთ, სიმშვიდეს და ერთად შევხდეთ აღდგომას განახლებული ენერგიით, სიყვარულითა და მომავლის იმედით!

არც ევროპაში ვარ და არც ისე შორს....:))))) მაგრამ ისიც ვიცი, რომ გინდათ ევროპის ძახილით, გინდათ ნატოსი, ესენი დღეს ვეღარ გამოიყვანენ ხალხს... მთავარია, მათ წავართვათ ამ თემების მონოპოლიზირება... ხალხი არ გამოდის მათ დაძახილზე და არც აღარასოდეს გამოვა... ესაა და ეს ... არაფერ შუაშია არც ევროპა, არც ამერიკა! ამიტომ მგონი დამშვიდდა მთა და ბარი...:))))))", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს