რა ღირს "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანება?! - ინციდენტი აზერბაიჯანულ სოფელში

რა ღირს "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანება?! - ინციდენტი აზერბაიჯანულ სოფელში

კასპის რაიონის აზერბაიჯანულ სოფელ ფერმის მოსახლეობა აცხადებს, რომ გარკვეული პიროვნებები პარტიაში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" გაწევრიანების სანაცვლოდ ფულად თანხას, ზოგ შემთხვევაში კი 100 და 200 ლარიანი ვაჩაურების დარიგებას ჰპირდებიან. როგორც ადგილობრივთა ნაწილი ამბობს, ამ ყველაფრის უკან ის პიროვნება დგას, რომელიც მანამდე "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" რიგებში იყო, ამჟამად კი "ოცნებაში" გადავიდა. "ჩვენს სოფელში დაახლოებით 200 ადამიანი უკვე გააწევრიანეს. მოითხოვეს 20-20 ლარი. იმასაც შეგვპირდნენ, რომ დახმარება მოგვეცემოდა. თქვეს, რომ რაიონიდან ვართო", - აცხადებენ სოფელ ფერმაში.

აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლების და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ. კასპის გამგებელი ოლეგ იაძე სიტუაციის გასარკვევად სოფელში უკვე იმყოფებოდა და როგორც თავად ამბობს, მოსახლეობა გააფრთხილა აფერისტებს ყურადღება არ მიაქციონ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა