"ვიდრე "ნაციონალები" გამოხრავენ, მანამდე მიხედეთ ქუთაისს"

"ვიდრე "ნაციონალები" გამოხრავენ, მანამდე მიხედეთ ქუთაისს"

"თავისუფალი საქართველოს" რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიაში სააღდგომოდ გაცემული პრემიების თემას ბრიფინგით გამოეხმაურა. წულაიას განცხადებით, მერიის ჩინოვნიკების მიერ პრემიების დარიგება ამორალურია იმ ფონზე, როდესაც ათეულობით ადამიანი გაჭირვებისგან იღუპება.

"ამორალურია, როდესაც მერიის წინ ბაყაყები ყიყინებენ, რადგან შადრევნისთვის უსახსრობის მიზეზით თანხები არ გაიღეს. როდესაც ქუთაისში მუზეუმების ანგარიშები, სადაც ფიროსმანის და გუდიაშვილის ნამუშევრები ინახება, დაყადაღებულია. მე მოვუწოდებ ქუთაისის საკრებულოს იმ წევრებს, რომლებმაც პატრიოტები დაირქვეს, საბოლოოდ გაემიჯნონ "ნაციონალებს". ხოლო ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" მივმართავ, მანამდე მიიღონ გადაწყვეტილებები ქუთაისთან დაკავშირებით, ვიდრე ამათ გამოუხრავთ ქალაქი", - ამბობს წულაია.

სრული ვერსია

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა