მობილური, რომელიც რეკვისას იღუნება

მობილური, რომელიც რეკვისას იღუნება

კანადელმა მეცნიერთა ჯგუფმა მობილური ტელეფონი შექმნა, რომელიც დარეკვისას ფორმას იცვლის. როდესაც ვინმე დაგირეკავთ, ამას მხოლოდ ვიბრაციის, ან ზარის ხმით არ გაიგებთ - თქვენი მობილური გაიღუნება. 

"ეს ახალი ნაბიჯია მობილური ტელეფონის განვითარებაში. ორიგინალურია და კომფორტული. თუ მომხმარებელი დღემდე ზარზე რეაგირებდა, ახლა მობილური შეიცვლის ფორმას. ვფიქრობთ, მომავალ 10 წელიწადში მსგავსი მობილური ჩვეულებრივი მოვლენა იქნება", - ამბობს მეცნიერი ოელ ვერტეგაალი.

მეცნიერთა ჯგუფმა მობილურის შექმნისას ბრიტანული კომპანიის Plastic Logic-ის თხელი, მოქნილი ელექტროფორეზული აპარატი გამოიყენა. Plastic Logic მსოფლიო ლიდერია პლასტიკური ელექტრონიკის წარმოებაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს