ინდოეთში ქვრივ ქალებს სახლიდან აგდებენ

ინდოეთში ქვრივ ქალებს სახლიდან აგდებენ

ვიღაცას გატეხილი სარკისა და შავი კატის დანახვაც კი ზარავს. ინდოელებს კი სწამთ, რომ ქვრივ ქალს უიღბლობა მოაქვს.

ინდურ ოჯახებში ფიქრობენ, რომ ქვრივი ქალი მათ უბედურებას მოუტანს, ამიტომ ქვრივები მშობლიურ სახლს სამუდამოდ ტოვებენ. ეს ფოტოები ინდოეთის ქალაქ ვარანასშია გადაღებული. ქვრივები ასევე ცხოვრობენ ქალაქ ვრინდევანში. ოჯახისგან უარყოფილი ქალები სიცოცხლის ბოლომდე თავს მათხოვრობით ირჩენენ. ზოგიერთი მათგანი ქუჩაში ეძებს საკვებს. ვრინდევანში დაახლოებით 55 000 ადამიანი ცხოვრობს და მათგან 20 000 ქვრივია.

ქვრივებთან ურთიერთობაზე უარს მხოლოდ ოჯახის წევრები არ ამბობენ, ისინი საზოგადოებისგანაც იკვეთებიან. მათ ეკრძალებათ რელიგიურ ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს