სკოლა ბოსელში

სკოლა ბოსელში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი 900 -მდე მოსწავლე სწავლობს, ხუთი წელია კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო. ვინაიდან ტერიტორიაც და შენობებიც წლების განმავლობაში საქონლის სადგომისათვის იყო განკუთვნილი, სკოლაში მკვეთრი სუნი ახლაც იგრძნობა. ამორტიზებულია სასკოლო ინვენტარის უდიდესი ნაწილი, წვიმისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს ფერხდება სასწავლო პროცესი. სასწავლო ოთახები ერთმანეთისაგან გამოყოფილია თხელი ხის მასალით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათ იზოლირებას. თითქმის ყველა ფანჯრის მინა ჩამსხვრეულია და ოთახები არ თბება. ამასთან, მესაკუთრეები შენობების გათავისუფლებას ითხოვენ. შესაბამისად, გაურკვეველია, სად უნდა განაგრძონ ბავშვებმა სწავლა მომავალში.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა