სანდრა რულოვსი - "დღეგრძელი იყოს მეფე!"

სანდრა რულოვსი - "დღეგრძელი იყოს მეფე!"

საქართველოს ჰოლანდიელი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ამსტერდამის მთავარ მოედანზე ქვეყნის ახალ მმართველთან მისასალმებლად იმყოფებოდა. ამის შესახებ სანდრა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს და მოედანზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"დღეს ნიდერლანდელებს ახალი მეფე ჰყავთ! დედაჩემი, ჩემი პატარა ვაჟი ნიკოლოზი და მე ამსტერდამის მთავარ მოედანზე (the Dam) ვიყავით, სადაც ახალი მეფე ვილემ-ალექსანდრე ოჯახთან ერთად სამეფო სასახლის აივნიდან ხალხს მიესალმა. ჩვენ მას და მის ოჯახს წარმატებას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ! დღეგრძელი იყოს მეფე!", - წერს რულოვსი.

გადამდგარმა დედოფალმა ბეატრიქსმა შვილს, პრინც ვილემ-ალექსანდრეს გვირგვინი ოფიციალურად გადასცა.

2013 წლის იანვრის დასაწყისში ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ტახტზე უარი თქვა. დედოფალმა ქვეყნის მართვა შვილს, პრინც ვილემ-ალექსანდრეს გადააბარა.

დედოფალმა ბეატრიქსმა, რომელიც ჰოლანდიაში 33 წელი მეფობდა, განაცხადა, რომ ტახტიდან გადადგომაზე რამდენიმე წელი ფიქრობდა. მიმართვაში მან აღნიშნა, რომ მართვის სადავეები ახლა "ახალგაზრდა თაობამ" უნდა აიღოს და დასძინა, რომ მისი შვილი მზადაა მეფე გახდეს.

ბეატრიქსს 31 იანვარს 75 წელი შეუსრულდება. ტახტიდან მისი გადადგომით ნიდერლანდებში თითქმის ასწლოვანი ქალთა მმართველობა დასრულდა, ხოლო ვილემ-ალექსანდრე, რომელიც 45 წლისაა, ვილემ III-ის შემდეგ პირველი მეფე გახდა (ვილემ III 1890 წელს გარდაიცვალა).

ნიდერლანდების ახალი მეფე არგენტინელ მაქსიმე სორეგიეტეზეა დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს