"ადეიშვილმა ბაზარი წამართვა - ისეთი ხალხი მყავს განადგურებული, შენ ვინ ხარო"

"ადეიშვილმა ბაზარი წამართვა - ისეთი ხალხი მყავს განადგურებული, შენ ვინ ხარო"

"დავით ადეიშვილმა ბაზარი 2004 წელს წამართვა. მითხრა, რომ ქონება ჯაბრაილ ხანგოშვილზე უნდა გადამეფორმებინა. დამემუქრა, ისეთი ხალხი მყავს განადგურებული, შენ ვინ ხარო... თავისი ძმაც ახსენა, ხომ იცი სადაც მუშაობსო. იმ პერიოდში დავით ადეიშვილი კახეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, მისი ძმა ზურაბ ადეიშვილი კი უშიშროების მინისტრი იყო", - ამბობს თელავის ბაზრის ყოფილი მფლობელი იოსებ გოცირიძე.

დავით ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს თელავის სასამართლო განიხილავს. ადეიშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ოფიციალური ინფორმაციით, ადეიშვილი მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. დავით ადეიშვილის ადვოკატის, გოჩა თედიაშვილის განმარტებით, დავით ადეიშვილი წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა