სტუდენტებმა ასლან მარგოშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს

სტუდენტებმა ასლან მარგოშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის და ადმინისტრაციის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. ისინი ითხოვენ, გაირკვეს, რატომ დამალა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი მათი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. სტუდენტების განცხადებით, მარგოშვილი ნამდვილად იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, მისი ბაზიდან ამოღება კი "ნაციონალური მოძრაობის" მითითებით მოხდა.

"საჩივარი იმ პირების წინააღმდეგ შევიტანეთ, რომლებმაც დამალეს ის ფაქტი, რომ ასლან მარგოშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ვგულისხმობ ბორის გითოლენდიას, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ვფიქრობთ, რომ ის მარტო ვერ დამალავდა ამ ფაქტს და რექტორიც მონაწილეობდა ამ დანაშაულში" - განაცხადა სტუდენტმა ალექსანდრე კობაიძემ.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა