გერმანიაში ყველაზე ლამაზი ულვაშების ჩემპიონატი გაიმართა

გერმანიაში ყველაზე ლამაზი ულვაშების ჩემპიონატი გაიმართა

გერმანიაში ქალაქ პფორცჰაიმში ყველაზე ლამაზი ულვაშების, წვერებისა და ბაკენბარდების ჩემპიონატი გაიმართა.

წარმოდგენილი იყო - დავარცხნილი, დახვეული ულვაშები, ოსტატურად შეკრეჭილი წვერი და ბაკენბარდები.

კონკურსანტებს მეთევზეების, მეხანძრეებისა და შოტლანდიული ეროვნული სამოსი ეცვათ.

"დავარცხნისთვის 2-3 საათი მჭირდება",- აცხადებს ჰანს-პეტერ ვაისი, რომელიც ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა. იგი კონკურსის მონაწილე და წვეროსანთა კლუბის პფორცჰაიმის ულვაშიანების ვიცე პრეზიდენტია. კლუბი შეჯიბრის ორგანიზატორია.

საბოლოოდ ვაისმა მეორე ადგილი დაიკავა, პირველი კი კოლეგას, არმინ კრაპუს დაუთმო, რომელიც გერმანიის ჩემპიონი კატეგორიაში "სრული წვერი" გახდა. მესამე ადგილი ჰესენის კლუბის წევრ ალფრედ მარტინს ერგო.

სულ მამაკაცები ერთამნეთს 18 კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს