თამარ ჩერგოლეიშვილი - "შევაქებ ალასანიას - კარგია, რომ პრემიერისგან გამიჯვნას ცდილობს"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "შევაქებ ალასანიას - კარგია, რომ პრემიერისგან გამიჯვნას ცდილობს"

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქით" ალასანიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან საქართველოში ტერირისტების მომზადების შესახებ პრემიერის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

"პრემიერმა რა აღნიშნა, ნაადრევი დასკვნების აუცილებლობას, ალასანია ვერ ხედავსო? :)

მოკლედ, მაინც შევაქებ ალასანიას - კარგია რომ პრემიერისგან გამიჯვნას ცდილობს.

გავმიჯნოთ პოზიცია და პერსონა. ეს პოლიტიკოსი ჩემს გემოვნებაში არცერთი პარამეტრით არ ჯდება. მაგრამ კარგია, რომ ამ სახიფათო საკითხს პასუხისმგებლობით ეპყრობა, განსხვავებით მისი უფროსისგან", - წერს ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ყოველთვის გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რითაც ის პრემიერ-მინისტრის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები გარკვეულ მომზადებას გადიოდნენ.

"არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს თავდასხმას. გამოძიება მიმდინარეობს, ნაადრევი დასკვნების გაკეთების აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმ სადაზვერვო და ოპერატიულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც მე გამაჩნია, ამის გაცხადების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დაველოდებით გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება, რომელიც, იმედი მაქვს, ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს, არავითარ შეთხვევში არ იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი იქნება ეს თუ სხვა, ვარაუდების გამოთქმის საფუძველი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის მტკიცების საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ალასანიამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს