მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ფულს ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს

მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ფულს ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვს

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფსიქოლოგებთან და ეკონომისტებთან ერთად კვლევა ჩაატარეს. მეცნიერების თქმით, მოსაზრება, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, ტყუილია.

ახალი ეკონომიკური კვლევის მიხედვით, რაც უფრო მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერია. ექსპერიმენტში 1 014 ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერების თქმით, ფულზე განსაკუთრებით დაოჯახებული მამაკაცები დარდობენ, ან ის ახალგაზრდები, რომელთაც რჩეული ჰყავთ და ახლო მომავალში ოჯახის შექმნას გეგმავენ.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი შემდეგი პრინციპით ჩაატარეს - ბედნიერების დონე და ხელფასის ოდენობა. გამოკითხულებს თავად უნდა მიენიჭებინათ ხელფასის მიხედვით კატეგორია. ადამიანები რომელთა წლიური შემოსავალი 306 250 გირვანქა სტერლინგი, ან უფრო მაღალია, "ყველაზე ბედნიერთა" სიაში არიან. ისინი ვინც წელიწადში 61 250 გირვანქა სტერლინგს ან ცოტა მეტს გამოიმუშავებენ, "სამართლიანად ბედნიერ" კატეგორიას მიაკუთვნეს. ქვედა კატეგორია - "ბედნიერებში" შედიან ის ადამიანები, რომელთა ხელფასიც წელიწადში 6 125 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ვისი შემოსავალიც ნაკლებია, შედიან "უბედურთა" კატეგორიაში.

ფსიქოლოგებმა დამატებით 9 600 ადამიანი გამოკითხეს და დაინტერესდნენ, რაში ხარჯავენ ფულს სიამოვნებით. დიდ ნაწილს ბედნიერებას ანიჭებს ფულის დახარჯვა ქალაქგარეთ დასვენებასა და კონცერტის ბილეთებში.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს