სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის 3 წევრი დააკავეს

სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის 3 წევრი დააკავეს

პოლიციამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე და 2 წევრი დააკავა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაკავებულები არიან იორამ ირთოიძე, ბესიკ ბერუკაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი გიორგი დვალი.

გამოძიების ინფორმაციით, კომისიის წევრებსა და სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის გარიგება მოხდა. კომისიის წევრებმა ყალბი ცნობები გასცეს, კომპენსაციის მიღების შემდეგ კი "დაზარალებულებმა" თანხის ნაწილი კომისიის წევრებს გადასცეს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა