ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს თხოვს, ხუხაშვილს ურჩიოს

ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს თხოვს, ხუხაშვილს ურჩიოს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს "ფეისბუქით" მიმართავს. ჟურნალისტი პრემიერს სთხოვს, ექსპერტ გია ხუხაშვილს ურჩიოს, ქართულ მედიასთან ურთიერთობების სხვა ფორმები მოძებნოს.

"ბატონო ბიძინა, იმიტომ რომ მას უკვე თქვენი მრჩეველი ჰქვია და თქვენთან ასოცირდება, გადავწყვიტე ღიად მოგმართოთ. უკვე მერამდენედ ვკითხულობ პრესის ფურცლებზე, რომ ბატონი ხუხაშვილი მე და ჩემს კოლეგებს (მათ შორის "იმედის" ცნობილ სახეებსაც) უკვე პირად შეურაცხყოფას გვაყენებს. აქამდე ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის კრიტიკა დამერქმია, მაგრამ რადგან ამან ტრადიციული სახე მიიღო და უფრო რთულ ფორმებში გადავიდა ხუხაშვილის რიტორიკა, ამიტომ მივეცი ჩემს თავს უფლება, ასე საჯაროდ მომემართა თქვენთვის - მჯერა თქვენ ურჩიეთ (აუხსენით) ხუხაშვილს, რომ იქნებ ქართულ მედიასთან ურთიერთობების სხვა ფორმები მოძებნოს :) წინაწარ გიხდით მადლობას:)", - წერს ჟორჟოლიანი.

ხუხაშვილი ინტერვიუებში ზოგიერთი ჟურნალისტის მიმართ არცთუ კორექტული განცხადებებით გამოირჩევა და მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანიც მოხვდა. ბატონი გიას აზრით, ვანო ჯავახიშვილის გადაცემა პროვინციულია, ვასიკო ოდიშვილი ბოროტი გახდა, ნანუკა ჟორჟოლიანი კი ''იმედში'' ცინიზმის მწვერვალი იყო - აცხადებს ხუხაშვილი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს