გაქცევა მეჯვრისხევიდან - "რუსებმა შემოგვითვალეს, ბორკილები დაგვიბრუნეთო”

გაქცევა მეჯვრისხევიდან - "რუსებმა შემოგვითვალეს, ბორკილები დაგვიბრუნეთო”

გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან საქონელის მწყემსვისას ბიძა და ძმისშვილი, ავთანდილ და გივი კვირიკაშვილები ორმა რუსმა მესაზღვრემ დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი, გივი კვირიკაშვილი რუს მესაზღვრეებს გამოექცა. მოგვიანებით რუსებმა მობილურზე დაურეკეს და ბორკილების დაბრუნება მოსთხოვეს.

"ბიძაჩემს სიარული არ შეეძლო. ის ფაქტობრივად ხელით მიჰყავდათ. მე დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით მივყავდი მეორე მესაზღვრეს. ვუთხარი, რომ მივეხმარები-მეთქი ბიძაჩემის წამოსაყვანად. ამ დროს ვიხელთე, ხეებს შორის მივიმალე და გამოვიქეცი. ბორკილები ხელზე მეკეთა და გამოვიყოლე. მერე ჩემს ნომერზე ბიძაჩემის მობილურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბორკილები ჩამებარებინა", - ამბობს გივი კვირიკაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა