რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელიც ახლახან მეუღლესთან ერთად იტალიაში ისვენებდა, მოსოვში დაბრუნდა და აქტიურ ბლოგერულ ცხოვრებას აგრძელებს. ამ დღეებში მან Instagram-ის ხელმომწერებს საყვარელი სამკაულები უჩვენა.
"ბრილიანტების დედოფალი"- მიაწერა ფოტოს ქსენიამ, რომელზეც ტელეწამყვანის ხელი თეთრი ოქროსა და ბრილიანტის სამკაულებით არის ასხმული. "საქორწილო" თითზე სობჩაკს ერთდროულად სამი ბეჭედი უკეთია.
გარდა ამისა, ქსენიამ Instagram-ში საკმაოდ ინტიმური ფოტოც გამოქვეყნა. მან ხელმომწერებს მძინარე მეუღლის მაქსიმ ვიტორგანის შიშველი ზურგი აჩვენა. "მას სძინავს ... მე კი ვტკბები :))) ", - დაწერა სობჩაკმა.
ქსენია სობჩაკმა და მაქსიმ ვიტორგანმა 2013 წლის თებერვალში იქორწინეს.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.