კარლა ბრუნი: "მეორე შვილის გაჩენამ დამამახინჯა"

კარლა ბრუნი: "მეორე შვილის გაჩენამ დამამახინჯა"

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლემ, 45 წლის სუპერმოდელმა კარლა ბრუნიმ ჟურნალ Vanity Fair-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა.

სუპერმოდელის თქმით, 43 წლის ასაკში მეორე ფეხმძიმობა გარეგნობისთვის დამღუპველი აღმოჩნდა.

"მაღალი ვარ და კარგი პროპორციები მაქვს, მაგრამ საკმარისია წონაში მოვიმატო - მსუქანი კი არ ვხდები, უბრალოდ ვმახინჯდები. ძალიან რთულია ამ ასაკში მცირეწლოვანი შვილები გყავდეს. ღამით ბავშვს ძუძუთი ორჯერ ვკვებავდი. ახალი ნამშობიარევი ვიყავი და საშინელი დეპრესია მქონდა - თმის ვარცხნილობას ვინ დაეძებს, მაკიაჟის გაკეთების თავიც არ მქონდა, გარშემო კი პაპარაცები დამდევდნენ", - განაცხადა კარლამ.

მომზადებულია Vanity Fair-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს