მერაბ მეტრეველი - "ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!"

მერაბ მეტრეველი - "ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით შს მინისტრის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"ესე იგი ზოგიერთის აზრით, ჩვენ ახლა ის უნდა ვარკვიოთ, ვინ უფრო სასტიკად არბევდა მიტინგებს და ღარიბაშვილს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გუშინ ბავშვები არ დაასისხლიანეს!", - წერს მეტრეველი.

სტუდენტების გუშინდელი აქციის დაშლის კომენტირებისას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სტუდენტების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მანიფესტაცია არაორგანიზებულ და ქაოტურ აქციაში გადაიზარდა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობა სტუდენტების აქტიურობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას მიესალმება, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კანონის დაცვის ვალდებულება აკისრია.

"პოლიცია მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი. აქციის მონაწილე რამდენიმე პირი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ჩვენ გვაქვს კადრები, რომ შემხვედრ მძღოლს სრულიად უმიზეზოდ ავტომანქანა დაუზიანეს. რამდენიმე პირის დესტრუქციული ქმედება კი მოგვიანებით მთელ მასას გადაედო. ყველას უნდა ახსოვდეს თავისი ვალდებულება, დაიცვას კანონით. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რამდენიმე დესტრუქციული ენერგიის შემტანმა პირმა უსიამოვნო შედეგი მოიტანა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის თქმით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ამგვარი რამე ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს