გორის გამგებელი მოადგილეზე განაწყენებულია

 გორის გამგებელი მოადგილეზე განაწყენებულია

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე თავის მოადგილეზე განაწყენებულია. პარტია "ქართული ოცნების" წევრმა ზაზა ადუაშვილმა "ფორუმელი" გამგებლისგან მკაცრი "გაფრთხილება" ორჯერ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ კი "გაფრთხილების" დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. გამგეობის იურისტი რევაზ გოგიაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, უწყებამ ადუაშვილის მიმართ მკაცრი დისციპლინარული ზომა - გათავისუფლებაც კი გამოიყენოს. qartli.ge-ს ინფორმაციით, ზაზა ადუაშვილს გამგებლის გარდა სერიოზული კონფლიქტი მაჟორიტარ დეპუტატთან სოსო ვახტანგაშვილთან მოუვიდა, რომელიც გამგებლის მსგავსად "ფორუმის" წევრია.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა