ოზუგეთელებს ბავშვთა მკურნალობა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში არ სურთ

ოზუგეთელებს ბავშვთა მკურნალობა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში არ სურთ

ოზუგეთელებს ბავშვთა მკურნალობა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში არ სურთ.  ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს ხელმძღვანელის, მარინე სუნგულიას სახელზე შესაბამისი წერილი შევიდა. ოზურგეთის მოსახლეობა ითხოვს, ბავშვებს ოზურგეთში არსებულ სამკურნალო ცენტრში უმკურნალონ. ადგილობრივების მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ მათ მიზანშეუწონლად მიაჩნიათ ბავშვების მკურნალობა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში (მედალფაში), სადაც არ არის გამიჯნული ბავშვთა და მოზრდილთა პალატები.

"ახალ საავადმყოფოში არის მოთავსებული როგორც ინფექციური, ასევე ტუბერკულიოზისა და ვენერიული დაავადებების სამკურნალო განყოფილებები, რაც ზრდის ამ დაავადებებით ბავშვთა ინფიცირების რისკებს. არის პრეტენზიები, როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვთა მშობლების მხრიდან. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი სურვილი და ბავშვთა მკურნალობა განხორციელდეს ოზურგეთში არსებულ ბავშვთა სამკურნალო ცენტრში", - ამ წერილს 60 -ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა