ბრიტანელი მოგზაური საკუთარ დაბადების დღეს დაბადებულ ადამიანებს ხვდება

ბრიტანელი მოგზაური საკუთარ დაბადების დღეს დაბადებულ ადამიანებს ხვდება

ინგლისელი მწერალი რიჩარდ ეივისი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს და ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც მის დაბადების დღეს დაიბადნენ. თუ თქვენც 1974 წლის 1 დეკემბერს მოევლინეთ ქვეყანას, დიდი შანსია, რომ ეს უცნაური ბრიტანელი სტუმრად გეწვიოთ.

რიჩარდს გადაწყვეტილი აქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოძებნოს 40 "დაბადების თარიღის ტყუპისცალი", შემდეგ კი ამ მოგზაურობის საფუძველზე წიგნი დაწეროს.

"მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ დღეს დაიბადა. ოჯახები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ ამ დღეს მათი წევრების დაბადებას, მაგრამ ვინ იცის, როგორი ცხოვრებით იცხოვრეს მათ? რას მიაღწიეს? რა აღელვებს და რა უხარიათ? სწორედ ამ და სხვა კითხვებზე მსურს პასუხების პოვნა", - განაცხადა მწერალმა თავისი მისიის შესახებ.

ბრიტანელმა 01.12.1974 დაბადებული უკვე 9 ადამიანი იპოვა. მათ შორის არიან ბოდიბილდინგის ჩემპიონი ჰოლანდიიდან, მსახიობი ნიუ-იორკიდან, იტალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი, ოლიმპიელი ნორვეგიიდან და მწერალი ირლანდიიდან. ყველა მათგანს ეივისი სპეციალურ სამახსოვრო მაისურებს ურიგებს. ახლა რიჩარდი ავსტრიაში მიემგზავრება. შემდეგ კი ტაილანდს, რუსეთს, სლოვაკეთს და უამრავ სხვა ქვეყანას ეწვევა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს