როგორ გამოვიძინოთ 4-5 საათში

როგორ გამოვიძინოთ 4-5 საათში

მეცნიერების მტკიცებით, ჩვეულებრივი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალების აღსადგენად, დღეში 5 საათიანი კარგი ძილიც საკმარისია, მაგრამ იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში გამოიძინოთ, ძილის რამდენიმე წესის დაცვა მოგიწევთ.

ძილის წინ უნდა მოდუნდეთ. არ უნდა დაიძინოთ საგონებელში ჩავარდნილმა. ამისთვის საჭიროა ძილის წინ 15 წუთის განმავლობაში სასიამოვნო რამეზე იფიქროთ, ან მშვიდ მუსიკას მოუსმინოთ.

დაწოლამდე არ გადატვირთოთ კუჭი და კარგი იქნება საღამოს ნაკლებს თუ შეჭამთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი მთელს ენერგიას არა ძალების აღდგენას, არამედ მიღებული საკვების გადამუშავებას მოახმარს.

გამოიყენეთ ძილისთვის განსაკუთრებული აქსესუარები - მაგალითად მომადუნებელი არომატის მქონე ბალიში, თვალების სახვევი.

აუცილებლად მიიღეთ თბილი შხაპი. ეს არის არა მხოლოდ ჰიგიენის ნორმა, არამედ სხეულის მოსადუნებელი საუკეთესო საშუალება.

ეცადეთ ძილის დროს არ შეგცივდეთ. სიცივეში ორგანიზმი ვერ ისვენებს.

მიაჩვიეთ ორგანიზმი 5 საათიან ძილს - გამოიმუშავეთ საკუთარი გრაფიკი. (მიჩვევის პროცესი დაახლოებით ერთ თვეს გასტანს).

გამოყავით კვირაში ერთი დღე, როდესაც გამოიძინებთ სრულად - ანუ 8 საათის განმავლობაში.

დასაძინებლად ზუსტად 00:00-ზე დაწექით - დღის ამ მონაკვეთში ადამიანს უფრო მალე და ადვილად ეძინება.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს