ფოტოკონკურსი - "ცელოფანი" - საშიში ესთეტიკა

ფოტოკონკურსი - "ცელოფანი" - საშიში ესთეტიკა

ჩვენს საიტზე  დაიწყო კიდევ ერთი კონკურსი "ცელოფანი" - საშიში ესთეტიკა.

კონკურსის მიზანია ერთად დავინახოთ, რა საშიშროებას ვუქმნით ჩვენს მომავალს საკვები პროდუქტებისთვის პოლიეთილენის პარკების გამოყენებით და გარემოში მათი უკონტროლო გავრცელებით.

ნუ გავწირავთ ჯანმრთელობას და ჩვენს ულამაზეს ქვეყანას! პოლიეთილენის გადამუშავებას საუკუნეები სჭირდება!

გამოგზავნეთ ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი იქნება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რეგიონსა თუ სოფელში, პოლიეთილენის პარკებით დაბინძურებული ხედები, გარემო: ხეები, ქუჩები , ტყეები, მდინარეები, ზღვა თუ სხვა ადგილები.

საკონკურსო ფოტოების ატვირთვა შეგიძლიათ 3 - 24 მაისის ჩათვლით. საიტზე შესაძლებელი იქნება ფოტოების შეფასება 5-ბალიანი სისტემით.

გამარჯვებულები გამოვლინდება ივნისის დასაწყისში.

დაჯილდოება გაიმართება 9 ივნისს, ”მედია პალიტრის” გარემოს დაცვის კვირეულთან დაკავშირებით.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს