გორის მაღალჩინოსნები მერაბიშვილის ბრალდებას პასუხობენ

გორის მაღალჩინოსნები მერაბიშვილის ბრალდებას პასუხობენ

გორის მაღალჩინოსნები მერაბიშვილის ბრალდებას ეხმაურებიან. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 24 მარტს ქარიშხლის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების გადახურვის დროს ჩინოვნიკების მხრიდან 10%-იანი უკუგება, ე.წ. "ვაზვრატი" ხდებოდა.

ბრალდებას გორიდან საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ და გამგებელმა პაპუნა კობერიძემ საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს. პაპუნა კობერიძის თქმით, მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა. "ვანო მერაბიშვილის ბრალდება არის ცილისწამება. როგორც ჩანს, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ასეთ "ვაზვრატებს" მისი მმართველობის პერიოდში ჰქონდა ადგილი", - აცხადებს დავით რაზმაძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა