საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ტრადიციულ ლელობურთს დაესწრო.
ივანიშვილმა 16 კილოგრამიანი ბურთის დაჭერა პირადად სცადა, თუმცა მამა საბას მიერ სამჯერ ნასროლი ბურთი ხელში ვერცერთხელ ჩაიგდო.
პრემიერ-მინისტრი თამაშს თვალს აღფრთოვანებული ადევნებდა და წესებითაც ინტერესდებოდა. მოთამაშეთა შერკინების შემდეგ ივანიშვილმა რაიონში სასწრაფო დახმარების სამსახურიც მოიკითხა.
"კი, აქ არიან. ლანჩხუთის საავადმყოფო მთელი წელი ისვენებს, პაციენტი იქ ვერ მიდის და ერთადერთი დღეა, როცა კარგი მუშაობა აქვთ," - უპასუხეს გურულებმა.



