მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო მადრიდში პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Cadena Cope ავრცელებს.
ფეხბურთელმა სახლში დაბრუნებისას საგზაო წესები დაარღვია და შესაბამის ადგილას არ გაჩერდა.
როცა პოლიციელმა პორტუგალიელი გააჩერა, ფეხბურთელმა სამართალდამცავს შეურაცხყოფა მიაყენა.
საბოლოოდ, რონალდოს მართვის მოწმობა ჩამოართვეს. უახლოესს მომავალში ის ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადდეს, რომელიც მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვერდიქტს გამოუტანს.