გურჯაანის საკრებულოს აპარატის უფროსს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა

გურჯაანის საკრებულოს აპარატის უფროსს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა

გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ცნობით, დიდი სისწრაფით მოძრავი "ემელის" ჯიპი, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ფარნა ბეროშვილი მართავდა, "ჟიგულის" მარკის მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად "ჟიგულში" მყოფი ასაკოვანი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 მგზავრი კი დაშავდა.

გურჯაანის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა