ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის შვილს საკუთარი იავნანა ექნება

ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის შვილს საკუთარი იავნანა ექნება

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის პირველი შვილი (გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟი) ჯერაც არ მოვლენია ქვეყანას, მაგრამ მას უკვე ელოდება სპეციალურად მისთვის დაწერილი იავნანა. კომპოზიციის ავტორი პოლ მილორია. მანვე დაწერა მუსიკა ქეითისა და უილიამის ქორწილისთვის.

"ქორწილისთვის მუსიკის დაწერის შემდეგ, მომეჩვენა, რომ ბუნებრივი იქნებოდა მონარქების თანაცხოვრების ახალი ეტაპის მუსიკალურად გაფორმება.

"ნაზი და დამამშვიდებელი" სიმღერა Sleep On, ჰეილი ვესტერნამ - ახალზელანდიელმა სოპრანომ შეასრულა, რომლის ალბომი Pure, თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში ყველაზე გაყიდვადი გახდა.

"მე და პოლმა ქეითისა და უილიამის პირველი შვილისთვის განკუთვნილ სიმღერაზე ვიმუშავეთ. ეს სასიხარულო ამბავია, რომელიც შეგვიძლია ყველამ ერთად ვიზეიმოთ", - განაცხადა ჰეილიმ.

"სამეფო იავნანა" ჰეილის ახალ ალბომშიც შევა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს