გახდა თუ არა ექიმების გაფიცვა ახალშობილის დაღუპვის მიზეზი?

გახდა თუ არა ექიმების გაფიცვა ახალშობილის დაღუპვის მიზეზი?

33 წლის ნათია თოდრაძემ, რომელიც სამი შვილის დედაა, წუხელ, ღამით სახლში იმშობიარა და მკვდარი ნაყოფი გააჩინა. როგორც ნათიას დედა მაყვალა ბურკაძე ამბობს, ამის მიზეზი ჩოხატაურის საავადმყოფოს თანამშრომლების გაფიცვაა. ამასთან, მისივე თქმით, სასწრაფო დახმარებამ დაიგვიანა, სადაზღვევო კომპანიამ კი ჩოხატაურის საავადმყოფოდან ოზურგეთში გადაყვანაში 250 ლარი მოითხოვა. "ერთი კვირის წინ მივიდა საავადმყოფოში, გაციებული იყო. გაფიცულები ვართო და ოზურგეთის საავადმყოფოში გადაამისამართეს", - ამბობს მაყვალა ბურკაძე.

სადაზღვევო კომპანიამ რომ დაზღვეული პაციენტის გადასაყვანად ფული მოითხოვა, ჩოხატაურის საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი, მაია პაიჭაძეც ადასტურებს, თუმცა გამორიცხავს, რომ ნაყოფის დაღუპვა თანამშრომლების გაფიცვამ გამოიწვია.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა