ექიმები ჭარბწონიანებს ზერელედ ემსახურებიან

ექიმები ჭარბწონიანებს ზერელედ ემსახურებიან

როგორც ბალტიმორში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, ხშირად ექიმები ჭარბწონიან პაციენტებს ზერელედ ემსახურებიან.

შედეგად, უამრავი მსუქანი ადამიანი ექიმთა გულგრილობაზე ჩივის. სამედიცინო პერსონალი მათ წონაში დაკლების შესახებ ერთგვაროვანი რჩევებით ისტუმრებს.

მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. ისინი 40 სამედიცინო მუშაკს დააკვირდნენ, რომელთა შორის იყვნენ თერაპევტები და სასწრაფო დახმარების სპეციალისტები. დადგინდა, რომ ექიმთა უმეტესობა უპატივცემულოდ ეპყრობა ჭარბწონიან პაციენტებს.

ბალტიმორის უნივერისტეტის სპეციალისტები ამის მიზეზი შემდეგია: ექიმების აზრით, მსუქანი ადამიანები თავად არიან დამნაშავენი საკუთარ დაავადებებში, ვინაიდან არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ჭარბწონიან ადამიანებს არ აქვთ მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების სურვილი. ამასთან, სამედიცინო პერსონალი ნორმალური აღნაგობის ადამიანებს საკმაოდ თავაზიანად ექცევა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს