მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა დადგენილი ვადებით ხორციელდება

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა დადგენილი ვადებით ხორციელდება

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა დადგენილი ვადებით ხორციელდება. თბილისის მერის გიგი უგულავას საპასუხოდ მუნიციპალური განვითარების ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"მაღლივ კორპუსთან მეტროსადგურის რეაბილიტაცია და დასრულება, რომელიც "აზიის განვითარების ბანკის" მიერ გამოყოფილი თანხებით უნდა მოხდეს, გეგმის მიხედვით ხორციელდება და წლის ბოლოს იქ ფიზიკური სამუშაოებიც დაიწყება. მანამდე კი "აზიის განვითარების ბანკთან" მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში პროექტი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად ყველა შესაბამის დონეზე ექსპერტიზას გადის",- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მათივე თქმით, ყველა საჭირო პროცედურის გავლისა და "აზიის განვითარების ბანკისგან" თანხმობის მიღების შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდი შემოდგომაზე ტენდერს გამოაცხადებს.

"შესაბამისად გვინდა ვაცნობოთ ქალაქის მერს, რომ პროექტის განხორციელებისთვის დადგენილი ვადები არ ირღვევა. 2013 წლის დეკემბერში ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ-ის) გეგმის მიხედვით ფიზიკური სამუშაოების შესრულებას დაიწყებს",- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების სრულად განხორციელების ვადებს, უწყებაში აცხადებენ, რომ ვადები აქაც დაცულია და სამუშაოები 2 წელიწადში დასრულდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ