ჰეროინდამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

ჰეროინდამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს

ამერიკელმა ნარკოლოგებმა ჰეროინდამოკიდებულების წინააღმდეგ ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს. ვაქცინა თაგვებს ჰეროინისა და მისგან წარმოებული ნივთიერებების მოლეკულათა ამოცნობასა და მათ ნეიტრალიზებაში ეხმარება. აღმოჩენა სპეციალისტებს ვაქცინის ადამიანებზე გამოცდაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

"ვაქცინა თაგვებზე გამოვცადეთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ჰეროინს "მოიხმარდნენ". ჩვენ ნარკოტიკის მუდმივი მოხმარების ციკლიდან მათი გამოყვანა შევძელით. და ეს მხოლოდ ვაქცინის წყალობით. ადამიანების შემთხვევაში კი სხვა მეთოდებსაც ჩავრთავთ", - აცხადებს სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ნარკოლოგი ჯოელ შლოსბურგი.

შლოსბურგმა და მისმა კოლეგებმა ამგვარი ვაქცინის პირველი პროტოტიპი 2011 წლის ივლისში წარუდგინეს მსოფლიოს. ის ანტიგენების ნაკრებისგან შედგება, რომლებიც ჰეროინისა და მისი დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერებების მსგავს სტრუქტურებს შეიცავს. ეს "ფიტული" მოლეკულები ნამდვილი ნარკოტიკის პაწაწინა მოლეკულებისგან განსხვავებით ადვილად შესამჩნევია იმუნური სისტემისთვის, რაც მათი ამოცნობისა და ნეიტრალიზების უნარს ავითარებს.

წარმატების მიღწევის შემდეგ მეცნიერებმა მათი გამოცდა თაგვებზე დაიწყეს. ბიოლოგებს ვაქცინა ჰეროინზე დამოკიდებული თაგვების სისხლში შეჰყავდათ და ჰეროინის მიწოდებას ერთი თვის განმავლობაში უწყეტდნენ. შემდეგ მღრღნელებს ჰეროინის მიღების შესაძლებლობას აძლევდნენ და მათ მოქმედებას აკვირდებოდნენ - თაგვები ნარკოტიკს აღარ ეკარებოდნენ. ნარკოლოგთა თქმით, სპონსორის მოძიების შემთხვევაში, ვაქცინა მოხალისეებზე გამოცდისთვის მზად არის.

მომზადებულია Proceedings of the National Academy of Sciences-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს